03:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 14:11:07, 354 ნახვა

პოლიტიკა
თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით, თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.

თურქმენეთის პრეზიდენტისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები და თურქმენეთის დელეგაცია დაესწრო.

თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გადასცა.

როგორც კვესიტაძემ აღნიშნა, ეს არის მეცნიერებათა აკადემიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის დიდი პატივია მის საპატიო წევრად თურქმენეთის პრეზიდენტი, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი პოლიტიკოსი აირჩიოს. მისივე თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად არჩევა განპირობებულია მისი წვლილით, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ქართველ და თურქმენ ხალხს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის აქვს შეტანილი.

თურქმენეთის პრეზიდენტმა ჯილდოსთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ საპატიო აკადემიკოსის დიპლომის მიღება განსაკუთრებული პატივისცემის ნიშანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics