09:31 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 12:39:42, 3104 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას გაასაჩივრებს

გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ინფორმაცია  „ექსპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.  მოსამართლე თემურ გოგოციამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას პასპორტიც ჩამოართვეს. ბრალდების მხარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიან გირაოს.  გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას შუამდგომლობა ალტერნატივის სახით სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც ჰქონდა დაყენებული, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზეც.

ნიკა მელიას ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics