14:27 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 11:14:30, 1300 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი ზომის ევროობლიგაცია განათავსა

 „თიბისი ბანკმა“ აშშ დოლარში დენომინირებული, 300 მილიონი დოლარის, 5 წლიანი ევროობლიგაცია გამოუშვა. ობლიგაცია ერთდროულად განთავსდა ირლანდიის საფონდო ბირჟასა (Euronext Dublin) და საქართველოს საფონდო ბირჟაზე A კატეგორიის ლისტინგში. საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) ევროობლიგაციაზე 5.75%-ს შეადგენს, რაც საქართველოდან გამოშვებულ ევროობლიგაციებზე ყველაზე დაბალი პროცენტია.

ევროობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია თიბისი კაპიტალმა განახორციელა. თიბისი კაპიტალის მონაწილეობით არაერთ ადგილობრივ ინვესტორს მიეცა საშუალება ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში მიეღო მონაწილეობა.

„ეს განთავსება არის უპრეცედენტო შემთხვევა, როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის, ასევე ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და საქართველოში საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობას 88% -ით ზრდის."-აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

„თიბისი ბანკის“ ევროობლიგაცია ამჟამად საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი მოცულობის ობლიგაციაა.

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა: „აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი ორმაგი ლისტინგის (Dual Listing) შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ფასიანი ქაღალდი ერთდროულად ივაჭრება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე. თიბისი ბანკის ევროობლიგაციის ორმაგი საჯარო განთავსებით შესაძლებელი ხდება საქართველოში აღნიშნული ფასიანი ქაღალდის შეძენა საქართველოს საფონდო ბირჟის და ქართული საბროკერო კომპანიების მეშვეობით. ჩვენი ვარაუდით ეს და სხვა მსგავსი ტრანზაქციები, რომლებსაც მომავალში ველოდებით, მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ ინვესტორთა ბაზას და ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას“.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics