|
2019-06-27 22:29:22, 1437 ნახვა
საზოგადოება
გენადი არველაძე ექსპორტის მენეჯერების გადამზადების კურსდამთავრებულებს შეხვდა
"ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე. ის ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდასა და ბაზრების დივერსიფიცირებაზე აისახება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღნიშნული კურსის მორიგ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას. ექსპორტის მენეჯერების გადამზადების კურსის ღირებულების 80 პროცენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" აფინანსებს. პროგრამა პოპულარულია ექსპორტიორ კომპანიებში, რომელთა ექსპორტ-მენეჯერებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან. კურსი დაეთმობა ისეთ მოდულებს, როგორიცაა: ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი, ბრენდინგი, ექსელი და ფასწარმოქმნა, ექსპორტის ციკლი და ა.შ. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ასევე მოდული "მოლაპარაკების ხელოვნება", რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. ასევე, კურსი ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტს ერთ-ერთ წარმატებულ ექსპორტიორ კომპანიაში. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). „ჩვენ აღნიშნულ კურსს მომავალშიც დავუჭერთ მხარს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვან უკუგებას მოგვცემს გაზრდილი ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ექსპორტის მენეჯერებს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკაზე, საგარეო ვაჭრობაში მიმდინარე პროცესებზე და ადგილობრივ ბაზარზე დანერგილ და სამომავლოდ დასანერგი რეგულაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს დისკუსიის ფორმატში. სიიპ „აწარმოე საქართველოში" ეგიდით სასწავლო კურსი ექსპორტ-მენეჯერებისთვის 7-ჯერ ჩატარდა. პირველი ასეთი კურსი 2015 წელს გაიმართა. აღნიშნული კურსი 200-ზე მეტმა ექსპორტ-მენეჯერმა დაასრულა.
(NS)
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)