|
2019-06-27 21:14:05, 1567 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი: თუ რეზინის ტყვიები ლეტალურია, მაშინ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და პასუხს ვაგებ კანონის წინაშე
„თუ ეს ტყვიები არის ლეტალური, მაშინ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ისროლეს აქციის დარბევისას ტყვიები, რომლებიც შესაძლოა, ადამიანის სიკვდილს იწვევდეს. შს მინისტრის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, მიუხედავად ამისა, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. „რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, აქ რთულია მორალური განზომილებიდან საუბარი და რთულია გარკვეული შეფასებების მიცემა, რომელიც თქვენთვის იქნება მისაღები. მე ეს ძალიან კარგად მესმის. რა თქმა უნდა, მე ჩემს პასუხისმგებლობიანად ვზივარ დღეს აქ და ავხსნი რატომ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ვსაუბრობ მინისტრის რანგში და თითოეულ ჩემს სიტყვას კარგად ვაცნობიერებ აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა. არცერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია არ არის ლეტალური. ამ ღონისძიების დროს გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ამ ტყვიის პროტოკოლად გამოყენების საკითხი არის გამოძიების საგანი. ეს ტყვიები არსებობს გამოძიების საქმეში და მე არ მივცემ ახლა ამას მორალურ და არც სამართლებრივ შეფასებას. რაც შეეხება ამ ტყვიების ყიდვას, ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდეგ დამატებით რეზინის ტყვიები ნაყიდი არ ყოფილა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გასცა ბრძანება ამ ტყვიების გამოყენება ან არ გამოყენებაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი რაც ამ ღონისძიებას შეეხება არის ჩემი პასუხისმგებლობა. რაც გამოიხატება იმაში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ გამოძიება, როგორც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. ყველაფერი, რაც ამ ღამეს მოხდა არის ჩემი პასუხისმგებლობა. თუ ეს ტყვიები არის ლეტალური და ამას გამოძიება დაადგენს მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე. ყველა თანამშრომელი, რომელიც იქ მოქმედებდა იყო ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. სანამ არ დასრულდება გამოძიება მე ვრჩები თანამდებობაზე. როგორც კი დავასრულებ ამ ყველაფერს, იმ შედეგებიდან გამომდინარე, არანაირი პრობლემა არ მაქვს მე ამ სავარძელში ჯდომის“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)