|
2019-06-27 17:16:27, 1191 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: პრაქტიკულად ეს არის შინა პატიმრობა, მელიას პროკურორის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეეძლება
პრაქტიკულად ეს არის შინა პატიმრობა, ნიკა მელიას პროკურორის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეეძლება, - ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა , არჩია რომ ნიკა მელია არ გავიდეს სახლიდან, თუ პროკურორი და გამომძიებელი ამის უფლებას არ დართვას. „შინაპატიმრობა , როგორც ასეთი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღარ არსებობს, მაგრამ შინა პატიმრობის მიზნებიდან გამომდინარე ეს იყო აღკვეთის ღონისძიება, რომელთაც თავისი პოზიტიური შედეგები გამოძიების ინტერესებთან მიმართებაში ჰქონდა. როდესაც გაუქმდა შინაპატიმრობა, ამ დროს იყო საუბარი იმაზე , რომ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც მსგავს მიზნებთან დაკავშირებით იქნება რელევანტური , ანუ საუბარია იმაზე, რომ შინა პატიმრობა როგორც ასეთი არ არსებობს , მაგრამ გირაოს შეფარდებით სასამართლოს აქვს საშუალება დაუწესოს ქცევის ისეთი წესები , რომელიც მსგავსი არის შინაპატიმრობის - შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და ეს საშულება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის ნებართვას პროცესის მწარმოებელი ორგანო მისცემს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიკა მელიას არ შეეძლება სახლიდან გასვლა თუ ამის ნებას არ დართავს პროკურორი ანუ პრაქტიკულად ეს არის შინა პატიმრობა, თუმცა ასეთის აღმკვეთი ღონისძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არსებობს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, სასამართლო თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და ჩვენ მივიღეთ სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია. „გუშინ ჩვენ ვამბობდით და აღვნიშნავდით, ეს იყო თანხმობა, შუამდგომლობით მიემართა საქართველოს პროკურატურას სასამართლოსათვის. ჩვენ ამის თანხმობა გავეცით. საქართველოს პარლამენტი არავის არ იჭერს. ვერასდროს ვერავის დაიჭერს და არ დაიჭერს და პატიმრობას ვერ შეუფარდებს. ამასაც ხაზგასმით ვიმეორებდით - ეს არის სასამართლოს საქმე და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ისე როგორც გადაწყვიტა ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში გადაწყვეტს. ის არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა რომ ამ ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია. იმაშიც ხომ დავრწმუნდით რომ თურმე პატიმრობას არ ითვალისწინებდა ჩვენი ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გამოვიტანეთ, რაზეც მთელი დღე სპეკულაციები მიდიოდა. ისინი იყვნენ მოწოდებული რომ უნდა მოეტყუებინათ ქართული საზოგადოება, მაგრამ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი, ანუ მისცა საქართველოს მთავარ პროკურატურას იმის საშუალება რომ მიემართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოსათვის - ეს აპრიორში არ ნიშნავდა პატიმრობას“, - განაცხადა მდინარაძემ.
(NS)
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)