|
2019-06-27 12:33:51, 9909 ნახვა
სამართალი
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა შეეფარდათ
მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ბრალდებულებს - გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს 15-15 წლით პატიმრობა შეეფარდათ. Эსასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ.თბილისში, ალექსანდრე დიუმას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.კ.-მ და გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით ვიტალი საფაროვს დაზიანებები მიაყენეს. ა.კ.-მ დანით ვ.საფაროვს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები, ვ.საფაროვი შეეცადა თავი დაეღწია მისგან, რაც ვერ მოახერხა, ვინაიდან ზურგის მხრიდან იგი გ.ს.-მ დაიჭირა და იმ დროს, როდესაც ა.კ. აგრძელებდა საფაროვისთვის ჭრილობების მიყენებას, ე.წ. კასტეტით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.საფაროვი წაიქცა, ხოლო ა.კ. და გ.ს. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ვიტალი საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.კ. და გ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო), ისინი დამნაშავედ ცნო 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად) და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ბრალიდან 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტის ამორიცხვის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს და ორივე პირის ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობას და მათთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი თბილისში, 30 სექტემბერს მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა. იგი, მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, მათ შორის რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)