|
2015-07-03 12:43:01, 419 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის დროს დახმარების შემოთავაზებისთვის მადლობა რუსეთსაც გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეზობელ ქვეყნებს, სტიქიის დროს გაწეული და შემოთავაზებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები სტიქიის შემდეგ დაგვიკავშირდნენ ძირითადად საუბარი მქონდა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, რუსეთიდან იყო ასევე შემოთავაზება, 100 მაშველის და ტექნიკის, უკრანიდანაც დამირეკეს. მათ მინდა მადლობა ვუთხრა დახმარებისთვის, დახმარების შემოთავაზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საუდის არაბეთის პრინცს, რომელიც სტიქიის დაზარალებულებისთვის 300 ათასი დოლარი გამოყო, მძიმე მომენტში როცა ჩვენ გვიჭირდა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერის თქმით, მთავრობა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის განსახლების პროცესს თვალს აქტიურად ადევნებს. „მინდა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს, მათ ვისაც სტიქიის დროს სახლები დაუზიანდა, ახალს შევუძენთ და გავურემონტებთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)