10:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 20:01:46, 1765 ნახვა

კომენტარი
მელია უმრავლესობაზე: თვალს ვერ მისწორებდნენ, მათ გადაწყვეტილება თავიანთი ნების წინააღმდეგ მიიღეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მისთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ დეპუტატების უმრავლესობას მისი მანდატის გაუქმებისთვის მხარის დაჭერა არ სურდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. 

„ხმის ამოღებასაც არ ვაპირებდი, რომ არა აუცილებლობა და მე მგონი ჩემს ძალიან მოკლე სათქმელში ვთქვი ის, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა. მე ახლა დავრწმუნდი, რომ ამ ხალხს, ამ 91 ადამიანს  კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ უნდა დავისხნათ ტყვეობიდან. ისინი ნამდვილად ტყვეობაში არიან, იმიტომ რომ გულწრფელად ვიგრძენი, რომ არ არიან მზად იმ ადამიანს თვალი გაუსწორონ, ვის წინააღმდეგაც ღილაკს მიაჭირეს ხელი. მათ დიდ ნაწილს ამის სურვილი არ ჰქონდათ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ.  ეს არის უბედურება ამ ქვეყნის, ყველასი, ნებისმიერი პარტიის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პოლიტიკურ კლასს შველა ჭირდება, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას ვგულისხმობ. ჩვენ ყველანი უნდა დავიძრათ და ტყვეობიდან უნდა დავისხნათ ეს ადამიანები. რამდენჯერაც უკან გავიხედე, თვალი თვალს ვერ გამისწორეს და მეუხერხულებოდა უკვე უკან გამოხედვა და ტელეფონში თავჩარგულმა გავატარე ის საათნახევარი. მძიმე ატმოსფერო და აურა იყო და თავადაც მიხვდნენ ისინი ჩემზე კარგად“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს. პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს (სსკ-ის 225-ე მუხლი). გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მას შესაძლოა დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics