|
2019-06-26 18:21:46, 2029 ნახვა
სამართალი
პროკურორი: გამოკითხული პოლიციელები ვიდეოკადრებში ნიკანორ მელიას გვერდით ფიგურირებენ
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ამირან გულუაშვილის თქმით, პარლამენტში ადგილი ჰქონდა მოპოვებული მტკიცებულებების არასწორად ინტერპრეტირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „უნდა გავმიჯნოთ საპარლამენტო პროცედურები და ის პროცედურები, რაც სასამართლოში უნდა წარიმართოს. შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხდებოდა დეტალური მსჯელობა იმ მტკიცებულებებზე, რაც დღეის მდგომარეობით მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა იყო გარკვეულწილად მცდელობა იმისა, რომ ეს მტკიცებულებები დამახინჯებულიყო"-განაცხადა ამირან გულუაშვილმა. მან განმარტა, რომ გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ აქციაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. გამოძიების მიერ გამოკითხული პოლიციელები კი 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეოკადრებში ნიკანორ მელიას გვერდით ფიგურირებენ. „საქმეში მოიპოვება მოწმეთა ჩვენებები, საუბარი იყო პოლიციელების ჩვენებებზე იმ კონტექსტში, თითქოსდა ის გარემოება, რომ ისინი პოლიციელები არიან, აპრიორი მიუთითებს მათ ცრუ მოწმეობაზე, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი არის აღბეჭდილი ნიკანორ მელიას გვერდით ვიდეოფირზე",- აღნიშნა პროკურორმა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)