07:18 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 15:15:59, 1333 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს

თბილისის მერიის დაკვეთით, დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს. ფრენებს ტენდერში გამარჯვებული ებრაული კომპანია Offek-ი საფრენი აპარატით (თვითმფრინავი) - Cessna 172 ახორციელებს. 

ფრენების ნებართვა 5 ივლისამდეა გაცემული. ფრენების მარშრუტი საჰაერო ნავიგაციის სააგენტოსთან და თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარ არის შეთანხმებული. 

აღნიშნული ფრენების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტს მაღალი გარჩევადობის ორთოფოტო და 3D რუკის მოდელი ექნება, რაც რიგ სამსახურებს (არქიტექტურა, ურბანული, ქონების მართვა, ზედამხედველობა, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა) საშუალებას მისცემს, თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ეფექტურად წარმართონ. ასევე, ეს მასალა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის და იგი ვებგვერდზე - maps.tbilisi.gov.ge განთავსდება. 

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოში მსგავსი გადაღებები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხორციელდება. საჰაერო გადაღებები 2014 წლის ბოლოს აწარმოეს, ხოლო მსგავსი ხარისხის აეროგადაღება პირველად ხორციელდება. იგი სხვა ამოცანებთან ერთად, ქალაქის განაშენიანების კონტურის დაზუსტებას ისახავს  მიზნად.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics