14:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 12:29:26, 941 ნახვა

საზოგადოება
ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერი ტაქსის მძღოლებმა 10 აგვისტომდე უნდა აიღონ

ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერის აღების მსურველმა ტაქსის მძღოლებმა შესაბამის კომპანიას 10 აგვისტომდე უნდა მიმართონ, - ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, ვაუჩერის გამოყენების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია. შესაბამისად, ტაქსების მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) პირველ ოქტომბრამდეუნდა განახორციელონ.

„მინდა, შევეხო რეფორმას, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება -  ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა შევახსენო ყველას, რომ მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერების მიღების მსურველებმა შესაბამის მისამართზე, კომპანიას ვაუჩერის ასაღებად, 10 აგვისტომდე უნდა მიაკითხონ. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ანუ ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე.  ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციოელება, იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს, როგორც ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის ტაქსებით მომსახურების მიმართულება აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics