14:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 12:27:46, 931 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის მომსახურების გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი

A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს QR-კოდი გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც, მგზავრები მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ტაქსის მძღოლებმა QR-კოდის მისაღებად, საქართველოს ბანკის ფილიალებს უნდა მიმართონ და ის ავტომანქანის ინტერიერში განათავსონ. 

„ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა და კომუნიკაცია გვქონდა, რომლის დროსაც სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა - ეს იყო ბანკებთან ურთიერთობა, რადგანაც ისინი სესხის აღებას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ შემოსავალიარ უფიქსირდებათ. ბანკებთან კომუნიკაციის შედეგად, შეიქმნა სპეციალური პროდუქტი, რომლის შესახებაც საქართველოს ბანკმა მოქალაქეებს უკვე აცნობა. კონკრეტული საბანკო პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას QR-კოდის საშუალებით. QR-კოდი ბანკის მიერ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს გადაეცემა, რომელიც ავტომანქანის ინტერიერში განთავსდება, მგზავრი კი სმარტფონის მეშვეობით, QR-კოდით, მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნული სერვისის ამოქმედებით, მთავარი დისკომფორტი, რომელიც ტაქსის მძღოლს ხურდის თვალსაზრისით ექმნებოდა, მოიხსნება.

„აღნიშნული გზით გადახდილი მომსახურების თითოეული საფასური ტაქსის მძღოლის დადასტურებული შემოსავალი იქნება, რომლითაც ნებართვის მფლობელ მძღოლს შეეძლება, საბანკო ისტორია შექმნას, კრედიტუნარიანი გახდეს და ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოს. მინდა, ბანკებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს ტაქსის მძღოლებისთვის სერიოზული პრობლემა იყო და ვფიქრობ, მსგავსი პროდუქტების შექმნა, რეფორმის სწრაფად განხორციელებას შეუწყობსხელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics