|
2019-06-26 11:55:04, 1759 ნახვა
სამართალი
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს
რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში. სულ აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა 305 პირი დააკავეს. ნაწილს 12-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ყველა დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებით, აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამ ეტაპზე აქციის მონაწილეები, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)