|
2019-06-26 11:36:22, 933 ნახვა
საზოგადოება
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი
პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს. ლივოს შეფასების სერვისი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი სამართლებრივი თუ კომერციული მიზნებისთვის. მათ შორის, აუდიტორული დასკვნისთვის, ბუღალტრული ანგარიშგებისთვის, ქონების გადასახადის დაანგარიშების, ქონების გაყოფის, სესხის აღების და სხვა მრავალი დანიშნულებისთვის. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კომერციულ ბანკებს, სალიზინგო, სადაზღვეო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს და ფიზიკურ პირებს. უძრავი ქონების შეფასებას ახორციელებს 55 სერტიფიცირებული შემფასებელი, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ლივოს შემფასებლის მიერ შეფასებული უძრავი ქონების პორტფელი ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას მოიცავს. შეფასების სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. ტარიფი ნებისმიერი ადგილმდებარეობის შემთხვევაში იდენტურია. საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასების ღირებულება 24 საათში 39 ლარია, დაჩქარებული მომსახურება 6 საათში - 78 ლარი. კომერციული ფართის შეფასება 24 საათში 149 ლარი ღირს, დაჩქარებული მომსახურება 6 საათში - 298 ლარი. (ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Livo.ge-ს ვებგვერდზე: https://livo.ge/shefaseba/). ლივოს მიერ დღეში საშუალოდ 600 ერთეული უძრავი ქონების შეფასება ხორციელდება, რაც ამ მხრივ კომპანია ლიდერია ბაზარზე. უახლოეს მომავალში, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ლივოს შეფასებების რაოდენობა დღეში 900 ერთეულს მიაღწევს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. უძრავი ქონების შეფასების პასუხისმგებლობა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანიის მიერ. „ჩვენი მიზანია, ონლაინ შეფასების სერვისი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ფასისა და ტერიტორიული დაფარის კუთხით. ამით კი უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების ხელშეწყობას ვცდილობთ", - ამბობს გიორგი ჩუმაშვილი, Livo.ge-ს დამფუძნებელი. უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. პლატფორმა განკუთვნილია როგორც ბინების ყიდვა-გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. Livo.ge-ს საშუალებით მომხმარებელი სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად შეძლებს, დამატებით პროცედურების გარეშე. Livo.ge-ზე უკვე შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება, 3D ფოტოტურები. უახლოეს მომავალში ვებ-გვერდი მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს ბინის შერჩევიდან - საცხოვრებლად გადასვლამდე. ციფრული პლატფორმა ღიაა ყველასთვის, განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია ის. ლივოს სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: Livo.ge, ან ცხელი ხაზზე: 032 215 86 86
(R)
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)