|
2019-06-26 11:25:09, 1706 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდების შესახებ დადგენილება მისი ადვოკატს გააცნო
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დღეს 10:00 საათზე ბრალდების წარდგენის მიზნით დაბარებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია. მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც დადგენილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ, გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის, ნიკანორ მელიას მიმართ პროკურატურამ ბრალდების დადგენილება 2019 წლის 25 ივნისს გამოიტანა. ბრალდებულს ან/და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებები გადაეცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში - ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გენერალურმა პროკურატურამ უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად კანონით გათვალისწინებული თანხმობის მიღების წინადადებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)