|
2019-06-26 10:51:32, 1305 ნახვა
კომენტარი
კილაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ
პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავენ, დაძაბულ ვითარებაში მინდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე ადამიანის უფლებების სრული დაცვით წარიმართება და მმართველი გუნდი ამის გარანტია. კილაძემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ აქვს. „ერთი საკითხია, რომ თუ არის სავარაუდო დანაშაულის ნიშნები სახელმწიფომ ამას ადექვატური პასუხი გასცეს და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს ადამიანის უფლებების სრული დაცვით. ჩვენი გუნდი უნდა იყოს გარანტი, რომ სრულად იყოს დაცული მათ შორის ჩვენი ოპონენტების უფლებები, ის უფლებები, რაც ბატონ ნიკა მელიას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მიცემული. მე მესმის, თქვენი გუნდის მხრიდან, წარმოუდგენელია თქვენთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტის კუთხით კი არა, საერთოდ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არა გაქვთ თქვენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს, რადგან გვევალება კონსტიტუციით“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)