|
2019-06-26 10:49:44, 1012 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი მელიაზე: გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით არ ვიღებთ, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება მგრძნობიარეა
„არ ვიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება მგრძნობიარეა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა. სესიაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სარწმუნო არგუმენტებს წარმოადგენს პროკურატურა. „ასე მარტივად არ დგას საკითხი, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით. რაც მოხდა მძიმე ფაქტი ყველამ ვიხილეთ, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება მგრძნობიარეა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მტკიცებულებები, რომელიც გააჩნია პროკურატურას“, - განუცხადა სესიაშვილმა „რუსთავი 2“-ს. იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)