10:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 17:08:57, 1200 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: რეაგირება იქნება მათ მიმართაც, ვინც ძალადობრივი მოქმედებების წამქეზებელი და ორგანიზატორი იყო

"რეაგირება იქნება მათ მიმართაც, ვინც იყო წამქეზებელი და ორგანიზატორი ძალადობრივი მოქმედებების", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი ჯგუფების საპასუხოდ ადეკვატურად მოქმედებდა.

"ჩვენი ფიქრები და რეალობა არის მაქსიმალურად დაშავებულებთან, ადამიანებთან, რომლებმაც ამ მოვლენების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, მათ შორის, არიან ახალგაზრდები, ჟურნალისტები და პოლიციელები, რომლებიც იცავდნენ იქ უსაფრთხოებას. ყველაფერი კეთდება, რომ მომავალში, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა მაქსიმალურად სწრაფად იქნას აღდგენილი. ამისათვის სათანადო რესურსებს გამოვყოფთ, როგორც ქვეყნის შიგნით,  ასევე საზღვარგარეთ, იმ კლინიკებში, სადაც ეს იქნება საჭირო. ძალიან სამწუხაროა და გულწფელად განვიცდი, რომ არიან დაშავებულები. რაც შეეხება შსს და გახარიას, ისინი მოქმედებდნენ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, ძალადობრივი ჯგუფის საპასუხოდ. პოლიციის მიმართ იყოს შტურმი, იყო ძალადობა და ბუნებრივია, რომ შემდგომში რაც მოხდა, საპოლიციო მოქმედებები რაც ვნახეთ, ეს იყო რეაგირება, ძალადობრივ შტურმზე. სადაც იყო ძალადობა და ძალის გადამეტება იქნება შესწავლილი, ამაზე სახელმწიფო მოახდენს შესაბამისს რეაგირებას, თუმცა რეაგირება იქნება იმათ მიმართაც ვინც იყო წამქეზებელი", - აღნიშნა არჩილ თაალკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics