|
2019-06-25 14:47:53, 1509 ნახვა
კომენტარი
კახიძე „ოცნებას“: ნუ გადაეფარებით გახარიას, რომელმაც ახალგაზრდები დაასახიჩრა
"მოვუწოდებ კოლეგებს "ქართული ოცნებიდან", ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული, ვერც ისინი იქნებიან მუდმივად ხელისუფლებაში და მუდამ ვერ დაიცავს მათ ივანიშვილი და გახარია. ამიტომ იფიქრონ მათ მშვიდობიან პოლიტიკურ არსებობაზე", - ამ სიტყვებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ კახიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის საკითხი, რომ ვიღაცა პარლამენტში იჭრებოდა და რაღაცას მოუწოდებდა არის სრულიად მეასე ხასისხოვანი. "ყველანაირ უტიფრობას, უპასუხისმგებლობას აქვს თავისი საზღვარი. მათ გამოიყენეს დიდი ცხოველების გასაჩერებლად განკუთვნილი რეზინის ტყვიები. დაასახიჩრეს ახალგაზრდები. პოლიცია ნადირობდა, ადამიანები დასახიჩრდნენ, არიან კომატოზურ მდგომარეობაში და სიკვდილს ებრძვიან და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს. ის უტიფარი პოლიტიკოსებიც, ვინც გიორგი გახარიას გადაეფარნენ აუცილებლად პასუხს აგებენ. მათ აიღეს თავის თავზე, იმის ნაცვლად რომ გამიჯნოდნენ მას. გადადგეს ეს პირი, მისი ბრალია, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა რომ ახალგაზრდები დასახიჩრდნენ. ის საკითხი, რომ ვიღაცა პარლამენტში იჭრებოდა და რაღაცას მოუწოდებდა არის სრულიად მეასე ხასისხოვანი. ცოტა ადეკვატურები გახდნენ, ეს პასუხისმგებლობები გაიაზრონ. მიწაზე დაეშვან და ჩახედონ თვალებში რეალობას", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)