02:42 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 13:54:08, 1073 ნახვა

პოლიტიკა
გავრილოვი კობახიძის სავარძელზე: ისე რა სავარძელი იყო, დიდად მყუდრო და კომფორტული არ ყოფილა

რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომლის თბილისში ვიზიტსაც საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც გავრილოვმა ტელეკომპანია НТВ-ს გადაცემაში განაცხადა, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა ქართული მხარისგან უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს.

"საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მე მითხრა რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უმაღლეს დონეზე ჩატარდება. მითხრა, რომ მოუთმენნლად ველით თქვენს ფორუმს, რადგან ის მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ასე გვქონდა წერილობით გარანტიები, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული. ვკითხე კიდევაც, იქნებ ნაკლებად პომპეზური ღონისძიება ჩაგვეტარებინა, თუმცა მითხრეს, რომ ის აუცილებლად პარლამენტში უნდა ჩატარებულიყო. თქვენ დაიკავებთ თავმჯდომარის ადგილსო, ცამოიყვანეთ ტქვენი მეუღლეები, შვილები, რომ ყველამ ნახოს როგორი მშვენიერია საქართველო, როგორი ევრიპულია ეს ქვეყანა. თუმცა საქართველოში გაფრენამდე გავეცანი ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატის განცხადებას, რომ ჩემი იქ ვიზიტი არ იყო სასურველი, თითქოს იმის, გამო, რომ აფხაზეთში ვიბრძოდი.  საქართველოში ჩასვლის შემდეგ შევხვდი მედიას და ვუთხარი, რომ მათ შეცდომა დაუშვეს, მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში და არა მხოლოდ აფხაზეთში არამედ ზოგადად, საბრძოლო მოქმედებებში. ცხელ წერტილებში მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების მისიის ფარგლებში ჩავდიოდი, მათ შორის კოსოვოში, სირიაში და სხვა ადგილებში. ისე რა სავარძელი იყო, ისე რა სავარძელი იყო, დიდად მყუდრო და კომფორტული არ ყოფილა. თუმცა ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა. სხვა ქვეყნებშიც ვატარებთ ფორუმს და ვიკავებ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს, იქ ამას არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია. ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით მოხდა", - განაცხადა გავრილოვმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics