|
2019-06-25 13:13:32, 839 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა
Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს ორგანიზებით და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ZEG – Tbilisi Storytelling Festival - რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალმა სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები გააერთიანა, რომლებმაც აუდიტორიას ამბის გადმოცემის თავიანთი უნიკალური ხერხები გაუზიარეს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართა. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე მოწვეულმა სპიკერებმა, მათ შორის 29 უცხოელმა სტუმარმა: Warner&Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი - ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი - სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი - აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი - ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი - ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები. ZEG – Tbilisi Storytelling Festival-მა გააერთიანა შეხვედრები, ვორქშოფები, დისკუსიები და საუბრები. სპეციალურად ჟურნალისტებისათვის მასტერკლასები და ვორქშოფები ჩატარდა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ „სთორითელინგის" როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს გაცნობოდნენ. ფესტივალის ფარგლებში 2 შეხვედრა სპეციალურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ჩატარდა. პირველ შეხვედრაზე ჯო საბიამ და აარონ რასმუსენმა ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დამატებითი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე შეხვედრაზე კი ტომას დვორჟაკმა და ინეკე სმიტმა მათი საერთო პროექტი - "Khidi - The Bridge" გააცნეს აუდიტორიას, რომელიც დვორჟაკის ავღანეთში გადაღებულ ქართველი სამხედროების ფოტოებსა და ინეკე სმიტისა და იერონ სტოუტის მხატვრული ფილმის სცენარს აერთიანებს.
(R)
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)