02:03 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 21:41:13, 1062 ნახვა

პოლიტიკა
დედა სიდონია - აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს - ეს განცხადება დედა სიდონიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

დედა სიდონიამ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა. 

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია ის, რომ მე არ ვიცოდი, კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციაში, ჩვენი ახალგაზრდობა, როგორ ნებას გამოავლენდა. მე არ ვიცოდი, როგორ განვითარდა ის, რა ღირებულებები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს. მე არ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ პირველი ვმდგარიყავი და გადავეფარებოდი ყველას, ბავშვებს. კიდევ ერთ რამ მინდა გითხრათ, არ შეგვეშინდეს იმ მდგომარეობის, რაც არის დღეს, თუნდაც ეკლესიაში. ეკლესია არის ორგანიზმი და არის ორგანიზაცია, ეს არ უნდა შეგვეშალოს ჩვენ. ეკლესია არის იესო ქრისტე, არის სარწმუნოება. ჩვენ ინდივიდები ყოველთვის ვიქნებით სარწმუნოების მატარებელი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ძალიან აუცილებელი და ღირებული. ეს არის საყრდენი გაურკვევლობაში და დაბნეულობაში მყოფი ადამიანების, არის ნუგეში, არის თანადგომა. ეკლესია უნდა იყოს სოციალური,“ - განაცხადა დედა სიდონიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics