|
2015-07-02 17:49:40, 357 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი კანადაში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე სტატიას აქვეყნებს
კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ლაცაბიძე წამყვან კანადურ გამოცემაში „Business and International Canada“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა გააჩნია, რომელიც უცხოელ ინვესტორს სტაბილურ, უსაფრთხო, გამჭირვალე და კორუფციისგან თავისუფალ პირობებს სთავაზობს. ლაცაბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველო-კანადის ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებზე ამახვილებს, რომელიც, მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დადებითი დინამიკით გამოირჩვა. ის ასევე ხაზს უსვამს კანადელი ინვესტორების ინტერესს მევენახეობისა და სოფლის მეურნების მიმართულებით. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ველით კანადასთან უცხოური ინვესტიციების განვითარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ წინასწარი მოლაპარაკების დაწყებას“- წერს საქართველოს ელჩი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)