|
2015-07-02 17:42:15, 1632 ნახვა
სხვადასხვა
Mymarket.ge-ზე მომხმარებელი სუპერთასის ბილეთებს 300 დოლარად ყიდის
უეფას სუპერთასის ბილეთებს Mymarket.ge-ზე მომხმარებელი 300 დოლარად ყიდის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იყიდება ბარსელონა-სევილიას თამაშის 4 ცალი 75 ლარიანი ელექტრონული ბილეთი. 1 ბილეთის ფასი 300 დოლარს შეადგენს, ოთხივე ბილეთის ფასი კი, 1000 დოლარია. შეგახსენებთ, სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, საიტმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა. მოგვიანებით biletebi.ge-მ გაყიდვა რიგითობით გაყიდვა სცადა, თუმცა საიტმა ვერც ამ შემთხვევაში იმუშავა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ უეფა-ს სუპერთასის ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. არსებული ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება. სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს. უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)