2019-06-22 19:15:35, 1348 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ფრენების აღდგენას ითხოვენ
რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ფრენების აღდგენას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით პეტიცია change.org-ზე გავრცელდა.
"გთხოვთ დაუშვათ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიაფრენები, რადგან საქართველოში რუსეთის მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან. რაც შეეხება აქციებს - ეს ქართველი ხალხის უფლებაა. მოდით ერებს მივცეთ საშუალება მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნონ და თვითონ გადაწყვიტონ სად წავიდნენ", - წერია პეტიციის ტესქსტში, რომლის ადრესატიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
პეტიციას ამ დროისთვის 4 725 მოქალაქე აწერს ხელს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან