|
2019-06-22 16:03:31, 1164 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: პუტინი აგონიაში ღებულობს უგუნურ გადაწყვეტილებას - ხალხი ნახირი ჰგონია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველოსთან ავიამიმოსვლა დროებით შეჩერდება. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ვლადიმერ პუტინი აგონიაშია და უგუნურ გადაწყვეტილებებს იღებს. „ფაქტია, რომ დღეს ივანიშვილის ხელისუფლება არის ჩამოშლილი და პუტინი ასეთ აგონიაში ღებულობს უგუნურ გადაწყვეტილებას. რუსეთში არის აღშფოთება საშინელი თუ სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, პუტინს საკუთარი ხალხი ჰგონია ნახირი, ეუბნება, რომ 8 რიცხვამდე თავქუდმოგლეჯით დატოვეთ საქართველო, შემდეგ არ იქნება ფრენები და გარდა ამისა, ათეულ ათასობით ადამიანს უუქმდება ტური და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დიქტატორულ ბუნებას და მას მიაჩნია ხალხი ჭანჭიკად, საკუთარი ერი და პოლიტიკური ინსტრუმენტის იარაღად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)