2015-07-02 17:20:58, 637 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2469 ლარი ეღირება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი ხვალ 2.2469 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2459 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარის მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო ხვალ 2.4882 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4956 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0074 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან