|
2019-06-22 15:17:43, 1077 ნახვა
საზოგადოება
ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ეპატიჟება
ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ეპატიჟება. ამის შესახებ ოპერის მომღერალმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე დაწერა. „წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე, პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა! დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!“, - წერს რაჭველიშვილი. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. ასაბლეის ფარგლებში საქართველოს რუსი დეპუტატები, მათ შორის ანტიქართული განწყობის მქონე დეპუტატი სერგეი გავრილოვი ეწვივნენ. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია და სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც ღონისზიება გაიხსნა, აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა რუს დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყეს. ამის შემდეგ, 20 ივნისს ასამბლეის მორიგი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა. თბილისში რამდენიმე დღიანი საპროტესტო ტალღის მიზეზი კი, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. სხდომის გახნის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ გავრილოვის მიერ ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავება გააპროტესტა. შექმნილი დაპირისპირების გამო, რუს დეპუტატებს პარლამენტი დაატოვებინეს და სასტუმრო "რადისონში" გადაიყვანეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან "რადისონთან" გადაინაცვლა. მომიტინგეებმა სასტუმროს შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ რუსი დეპუტატები დაცვის თანხლებით სასტუმროდან გაიყვანეს და ქვეყანა დაატოვებინეს. საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის გიორგი გახარიას და სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომა იყო. აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს პოლიციის კორდონის გარღვევისკენ და პარლამენტის შენობის დაკავებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 სამართალდამცველი. ადგილზე მყოფმა სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. რამდენიმე საათიანი შეტაკებების შემდეგ, სპეცრაზმმა დემონსტრანტების დარბევა დაიწყო. რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლება სპეცრაზმმა დილის 07:00 საათისთვის დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს, მათ ნაწილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. შექმნილი ვითარების გამო მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. მასთან ერთად საპარლამენტო მანდატი ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა, რომელიც ასამბლეის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ამის მიუხედავად, დემონსტრანტები საპროტესტო ტალღას არ წყვეტენ. მომიტინგეებს კიდევ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)