2019-06-22 13:50:13, 1633 ნახვა
მსოფლიო
პარიზში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა
დღეს, გამთენიისას პარიზში, ერთ-ერთ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ „ლე პარიზიენი“ იუწყება.
მედია საშუალების ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.
ხანძარს 200 მეხანძრე ებრძოდა.
ამ ეტაპზე, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან