03:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 16:44:55, 338 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშლი: ყველაფერი უნდა ვაკეთოთ, რომ ტამიშის ბრძოლის მსგავსი დღეები არასოდეს მეორდებოდეს

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლის დაწყებიდან 22 წელი გავიდა. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირთა მემორიალთან გაიხსენეს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დაღუპული გმირების პატივსაცემად, გმირთა მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა თანამებრძოლებიც   იმყოფებოდნენ.
თინათინ ხიდაშელმა ქართველი მებრძოლების გმირობასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: 
„ჩვენი ისტორიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. აფხაზეთის ომის დროს ბევრი მძიმე დღე იყო, მაგრამ ვეტერანებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი დღეა. ვფიქრობ, ყველა ასეთი დღე საუკეთესო მაგალითი და საუკეთესო საჩვენებელია მომავალი თაობებისთვის - როგორ იბრძოდნენ მათი მშობლები, მათი წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და რამდენად მძიმეა ომის შედეგები. ყველამ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ მშვიდობა ქვეყანაში, რომ ასეთი დღეები არასოდეს მეორდებოდეს",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გენერალური შტაბის უფროსმა ტამიშის ბრძოლა გაიხსენა და აღნიშნული ბრძოლის დროს საქართველოს ერთუსლოვნებაზე ისაუბრა. „ტამიშის ოპერაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში მნიშვნელოვანი სამხედრო ფურცელია. აქ იყო მძიმე წუთებიც, გამარჯვების მომენტებიც, რაც მთავარია, ტამიშის ოპერაციის დროს იყო ერთიანობა, ეს იყო ერთიანი ქართული სამხედრო სულის გამომჟღავნება ერთიანი ქართული საქმისთვის“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics