07:24 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 17:23:42, 1145 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: კობახიძის გადადგომა დაგვიანებული და არაადეკვატურია, მასსა და თალაკვაძეს შორის განსხვავება არაა

 „ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის თალაკვაძესა და კობახიძეს შორის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძის გადადგომა დაგვიანებული და არაადეკვატურია.

„ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის თალაკვაძესა და კობახიძეს შორის. ისინი ნამდვილად არცერთი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, ისინი ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის ნებას, როგორი უკანონოც არ უნდა იყოს და ჩვენ ვნახეთ გუშინდელ ღამეს. გუშინ უნდა დამდგარიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კობახიძის, დღეს ეს დაგვიანებული და არაადეკვატურია. გუშინდელ გავრილოვის ღამის შემდეგ შს მინისტრი, ბატონი გახარია ვერ დარჩება თავის თანამდებობაზე და შემდგომი მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics