12:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 16:42:09, 1361 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: თუ ვინმეს ჰგონია, კობახიძე ოპოზიციის გამო გადადგა, მწარედ ცდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას გამოეხმაურა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ კობახიძე არა ოპოზიციის მოთხოვნის, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების გამო გადადგა.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ირაკლი კობახიძე იმიტომ გადადგა, რომ ამას ოპოზიცია ითხოვდა და ნაციონალური მოძრაობა ძალიან მწარედ ცდება. ეს პოზიცია არის არასწორი. ირაკლი კობახიძე გადადგა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან აიღო კონკრეტული პოლიტიკური პასუხიმგებლობა და მან თქვა, რომ მე შემიძლია ჩემს თავზე ავიღო და უნდა ავიღო პოლიტიკური პასუხიმგებლობა, მიუხედავად კონკრეტული ობიექტური გარემოებებისა. ის არ გადამდგარა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა ამას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics