07:24 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 14:58:23, 5960 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გადადგა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაცია კალაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა.

მისი შეფასებით, კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულებაა.

 „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics