01:16 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 13:50:03, 1076 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: „ოცნება“ არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა

 „ოცნება“ არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეზინის ტყვიებს წინა ხელისუფლება იყენებდა მხოლოდ.

მისივე თქმით, მიმდინარე გამოწვევას ხელისუფლება ღირსეულად დაძლევს.

„მე მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მტკიცებულებას, რატომ არის ეს პროვოკაცია. თქვენ თვითონ შეგიძლიათ, ნახოთ სოციალურ ქსელებში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ მედიაში, რა ინფორმაციები ვრცელდება, რომ ჩვენ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა.შ. მეგობრებო ეს „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს არ ყოფილა და არც არასდროს არ იქნება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის მიხეილ სააკაშვილის ხელწერა რითაც ის დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია რაც დღეს მიმდინარეობს, რაც უსწრებდა დღევანდელ დღეს, ეს ყველაფერი არის საერთო პროვოკაციის ნაწილი. მე მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ მეგობრებო, ჩვენ თქვენთან ერთად  ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო ქართული დემოკრატია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსთევლზე მიმდინარე აქციის დროს ათობით მოქალაქე დაზინდა, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა და ზოგს ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics