|
2019-06-21 07:32:41, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ვაშინგტონში თბილისის მოვლენებს აფასებენ
საქართველში მიმდინარე დემონსტრაციებს და მთავრობის მიერ მის დარბევას ვაშინგტონში ეხმაურებიან. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი პუტინის ძალების მიერ არის ოკუპირებული, მსგავსი შეხვედრის გამართვა, რამაც ეს სიტუაცია მოიტანა, ძალიან სულელური იყო“, - ამბობს დევიდ კრეიმერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან და ამერიკის მთავრობის ყოფილი წევრი, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობდა. თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებენ. საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო. მომხდარს ვაშინგტონიდან კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი ეხმაურება. ის „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ დემონსტრანტების გაღიზიანების მიზეზი ესმის. „მე ქუჩაში ვიხილე გაღიზიანება და მე მესმის ეს გაღიზიანება. ამ ტაქტიკას, მართლმადიდებლური თემის გამოყენებას, რუსეთი ხშირად მიმართავს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, მათ შორის ბალკანეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში. მე მესმის ბრაზის მიზეზი. თუმცა, სურათი კარგად არ გამოიყურება. მე მაშინებს ის, რომ რუსული პროპაგანდა ამას გამოიყენებს და „გაბრაზებულ ბრბოზე“ საუბარს დაიწყებს“, - ამბობს პოლ სტრონსკი.
პოლ სტრონსკი ის ამბობს, რომ დემონსტრაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე აჩვენა. „მე ამან კიდევ ერთხელ შემახსენა ის, თუ როგორი ძლიერია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და როგორ გამოხატავს ხალხი უკმაყოფილებას ქუჩაში გასვლით“, - ამბობს ის. დემონსტრანტები სპეცნაზმა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის ძირითადი ნაწილის დაშლის შემდეგ, სამართალდამცავები კვლავ განაგრძობდნენ დემონსტრანტების მიმართ რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას. პოლ სტრონსკი თქმით, მისთვის გაუგებარია, რამ განაპირობა ძალის მსგავსი გამოყენება, „თუ დელეგაციამ დატოვა ქვეყანა და ხალხი უბრალოდ პროტესტს გამოხატავდა, მე მიჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოიყენეს მათ [მთავრობამ] ეს ტაქტიკა“. „მთავრობის მხრიდან მსგავსი მკაცრი ქმედებები არასდროს არ არის კარგი, რადგან ეს ზოგადად კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს“, - თქვა მან. პოლ სტრონსკიმ ასევე ხაზი გაუსვა დემონსტრაციის მშვიდობიან გარემოში ჩატარების და პოლიციის მხრიდან შესაბამისი მოქმედების მნიშვნელობას. „სურათი - იქნება ეს გაღიზიანებული დემონსტრანტები, რომლებიც პოლიციას აწვებიან და პარლამენტში შეღწევას ცდილობენ, თუ პოლიცია, რომელიც მათ წინააღმდეგ იყენებს ცრემლსადენს გაზს, არცერთი არ არის კარგი. ეს არაა საქართველოსთვის კარგი. უკვე ვნახე რუსეთის პროპაგანდისტული სამსახურების ინფორმაცია და ისინი უკვე ცდილობენ საკუთარი ვერსიის გავრცელებას. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს“, - თქვა მან. სტრონსკის ეთანხმება დევიდ კრეიმერიც. ის ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ არასწორი ნაბიჯი გადადგა. „ვფიქრობ, ქართულმა ოცნებამ არასწორად შეაფასა სიტუაცია, როცა ამ შეხვედრის მასპინძლობა გადაწყვიტა. ეს მაშინ, როცა იცოდნენ, რომ შეხვედრას რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის დუმის დეპუტატები დაესწრებოდნენ. ანუ - ისინი, ვინც შემდგომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ და ისეთ ტრიუკს ჩაატარებდნენ, როგორიც სპიკერის სავარძელზე დაჯდომა იყო. ამან ძალიან მტკივნეულ გრძნობებზე იმოქმედა. მე მესმის ოპოზიციის რეაქცია. ვფიქრობ, ქართული ოცნებაშიც იყვნენ ადამიანები, ვინც მომხდარმა შესძრა. პროტესტი გასაგებია და მშვიდობიანად უნდა გაგრძელდეს. მსგავსი რამ გამოძიებული უნდა იყოს და გამოძიებაში უნდა მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ეს სწრაფად და სრულყოფილად უნდა იყოს გამოძიებული. და კიდევ: უნდა დაიდოს პირობა, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდება... ამასთან, პასუხი აგონ მათ, ვინც ეს გადაწვეტილება მიიღო“, - ამბობს კრეიმერი.
დევიდ კრეიმერი დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტს გააგრძელებენ. „მე ხაზს გავუსვამდი, რომ დემონსტრაციის მშვიდობიანად ჩატარება უმნიშვნელოვანესია, რათა ადამიანებმა რომლებიც აკრიტიკებენ იმას რაც მოხდა, შესძლონ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. მთავრობას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ არ გამოიყენოს ძალა დემონსტრაციის წინააღმდეგ. არავისთვის კარგი არ არის დაპირისპირების შექმნა ამ სიტუაციაში. ეს სამწუხარო სიტუაციაა და ეს არც საქართველოს დაეხმარება და არც საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს წარმოჩენა, როგორც ქაოტური ადგილის, მის იმიჯს დააზიანებს“ - ამბობს კრეიმერი.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)