|
2019-06-21 02:52:03, 949 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: ადამიანებზე პირდაპირი ნადირობა მიდის - ხელისუფლებას აღარ აქვს უფლება ქვეყანა მართოს
„ხელისუფლებამ გამოავლინა ძალადობრივი სახე და ამ ხელისუფლება არ აქვს უფლება მართოს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ და გადაწყვეტენ რა მოთხოვნები ექნებათ სამომავლოდ. „მიდის პირდაპირი ნადირობა ადამიანებზე. ასეულობით დაჭრილი და დაზიანებული ადამიანები კლინიკებში არიან მოთავსებული. გვქონდა იმედი, რომ კრიზისი განმუხტვა შესაძლებელი იყო პოლიტიკური გზით. განვაცხადეთ,რომ უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე, მისი გადაყენებაც კი არ მოინდომა ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ ჩაიდინა არნახული დანაშაული. ამ ბარბაროსობის შემდეგ დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას უკვე. ხელისუფლებამ გამოავლინა ძალადობრივი სახე და ამ ხელისუფლება არ აქვს უფლება მართოს ქვეყანა. ვიკრიბებით, სადაც არიან პოლიტიკური ლიდერები და გადავწყვეტთ როგორი გეგმები იქნება ხვალიდან. ხელისუფლებას აღარ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი დარჩეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)