00:18 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 01:42:00, 7810 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი გავრილოვი აქციის მონაწილეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ანტიქართული განწყობის მქონე რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომელიც დღეს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა მასზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ. 

გავრილოვის თქმით, საქართელოს უსაფფრთხოების სამსახურმა რუსეთის დელეგაციის დაცვა ვერ შეძლო.

"თავდასხმის დროს მოგვიწია პარლამენტის დატოვება და სასტუმროში გადასვლა. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა ბოდიში მოგვიხადა. როდესაც სასტუმროდან გამოვედით, ჩვენზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. სამწუხაროდ უსაფრთხოების სამსახურმა ამის პრევენცია ვერ მოახდინა. დამარტყეს. მგონია, რომ ქართველი სამართალდამცველები და გენერალური პროკურატურა ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით", - განაცხადა სერგეი გავრილოვმა. 

ამასთან, გავრილოვმა საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა:

"ყოველწელს საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადი იზრდება. წელს თითქმის 2 მილიონი ტურისტი იყო ჩასული. ყველანი იმას ამბობენ, რომ ქართველი რუსებს ძალიან კარგად ხვდებიან. მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და კულტურა. ჩემი ბაბუა საქართველოში არის დასაფლავებული და ძალიან გული მწყდება, რომ ამ პროვოკაციის გამო, მისი საფლავის მონახულება ვერ შევძელი. ძველებურად მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი საზოგადოება, მიუხედავად შიდაპოლიტიკური სიტუაციისა, ექსტრემისტებს, რომელბიც ქვეყნის იზოლირებას და დისკრედიტაციას ცდილოვენ, პასუხს გასცემს", - აღნიშნა გავრილოვმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics