06:28 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 01:33:53, 920 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - აქციაზე 17 მოქალაქე და 38 სამართალდამცველი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენების შედეგად, 55 ადამიანი დაშავდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულებს შორის 17 მოქალაქე და 38 სამართალდამცველია.

მოქალაქეებს მსუბუქი და საშუალო ხარისხის დაზიანებები აქვთ მიღებული. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება სამართალდამცველებს, მათგან ოთხის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმმა დემონტრანტების მისამართით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics