00:19 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 00:37:43, 1443 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: „ნაციონალები“ უტიფრად მანიპულირებენ ქართველი ხალხის პატრიოტული გრძნობებით

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ხალხის გულწრფელი პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებს.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, ის რომ საოკუპაციო ზოლმა თითქმის გორამდე მოაღწია, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა.

“როგორც აღმოჩნდა რუსი დეპუტატი კონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მთავარი კითხვა მე მაქვს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების, ამ მოღალატე კაპიტულანტების მისამართით, როგორ აღმოჩნდა საქართველოდან წარმატებით გაყვანილი რუსეთის ჯარი, როგორ შემობრუნდა, როგორ აღმოჩნდა აფხაზეთში, ოსეთში, ახალგორში, კოდორში. როგორ აღმოჩნდა ის, რომ რუსეთის საზღვარი თითქმის გორამდე გადმოწიეს სწორედ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის შედეგად. ეს ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ ასეთ საკითხზე საუბარს? მე საზოგადოების სხვა წევრების აღშფოთება აბსოლუტურად მესმის და მინდა, შევახსენო ყველას, რომ პირველი აღშფოთება სწორედ ჩვენი გუნდის წევრებმა დავიწყეთ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ გავრილოვის თავხედური ეს ჟესტი, რომელიც შეუთანხმებლად აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. მე თუ მკითხავთ, საერთოდ პარლამენტშიც არ უნდა მისულიყო ეს ადამიანი, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მაინტერესებს ამ ადამიანებს როგორ ყოფნით ეს თავხედობა და ცინიზმი, რომ ბედავენ და ჯერ კიდევ ასე უტიფრად გვესაუბრებიან და მანიპულირებენ ჩვენი ქართველი ხალხის გულწრფელი, პატრიოტული სენტიმენტებით და გრძნობებით. ეს არის მთავარი შეკითხვა, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შევახსენოთ ამ მართლა მოღალატეებს როგორ აღმოჩნდა რუსეთის ჯარი, გაყვანილი, ჩვენ მიერ, ქართველი ხალხის მიერ – გაყვანილი ჯარი როგორ შემოაბრუნეს მათ აფხაზეთში, როგორ ჩააბარეს კოდორი, ცხინვალი და ასე შემდეგ, როგორ დაკარგეს უამრავი სოფელი და ათიათასობით ადამიანი დააზარალეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics