|
2019-06-20 22:53:15, 1319 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია - როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები
„უპრობლემოდ, როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას. როგორც გახარიამ აღნიშნა, იმის მიუხედავად, გადადგება თუ არა ვინმე, სამართალდამრღვევები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორ დამთავრდება ეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას. ვინ გადადგება, ვინ დარჩება, რომელი მმართველი პარტია იქნება, ვინ იქნება ოპოზიციაში, ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, - აღნიშნა გახარიამ. ამასთან, შს მინისტრმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცენ პოლიციელებს და მათ საკუთარი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა მისცენ. „მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პატივი ვცეთ პოლიციელს, რომელიც სამსახურის და გამო, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ერთი მხარეც მოქალაქეა და მეორეც, ვალდებულია დაიცვას ორივეს უფლებები, მივცეთ პოლიციას საშუალება, რომ ღირსეულად შეასრულოს თავისი ფუნქცია. ამის შემდეგ ყველა ჩვენგანი შევძლებთ წყნარად, მშვიდად დავჯდეთ და ვისაუბროთ, გადავწყვიტოთ რა არის სწორი და რა არა“, - განაცხადა გახარიამ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)