03:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 16:00:57, 348 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: გამაგებინონ როდის არის ნდობის ჯგუფის სხდომა და მერე ატეხონ ისტერიკა

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. 
ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს  განუცხადა. 
მისივე თქმით, ის ჭორაობაში ჩართვას არ აპირებს, რომელიც მხოლოდ არაკეთილგანწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. 
„მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და დღეს მისი თავდაცვის მინისტრი ვარ. ჩემი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკოსი საქართველოში იმავე პრინციპებით ხელმძღვანელობს. ამიტომ ამ ჭორაობაში ჩართვას, რომელიც მხოლოდ არაკეთილგანწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, არ ვაპირებ. არც ეს ისტერია მესმის, რომელიც ატეხილია, რომ პარლამენტში მიბარებენ.
მე არ მესმის დაბარება ვირტუალური. ნდობის ჯგუფის სხდომა გამაგებინონ როდის არის, რომელ საათზე, სად - თილისში, თუ ქუთაისში და მერე მოაწყონ ისტერიკა იმაზე, რომ თურმე სადღაცას დაბარებული ვყავარ, თუ უარს ვიტყვი იქ მისვლაზე. გავიგე, რომ ადამიანებს მოთხოვნილება აქვთ  ისტერიკაში იყონ, მაგრამ ამ ისტერიკის მონაწილე ვერ გავხდები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  თინა ხიდაშელმა  საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება გააფრომა.  თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics