|
2019-06-20 18:12:41, 908 ნახვა
პოლიტიკა
კვიციანი: სერგეი გავრილოვი პროქართულია
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის განცხაცდებით, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პროქართველია და მას ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. თუმცა მისივე თქმით, მოსაწონი არ არის, რომ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსმა დეპუტატმა დაიკავა. „მე არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა მე მივუვარდი გავრილოვს და ვუთხარი, რატომ მოხვედი. შენ მეთქი აფხაზეთში ნამყოფი ხარ, რაის აფხაზეთში ნამყოფი არ ვარო. იმის მერეო კონფლიქტის მერეო. მე მშობლები მყავს აქ თბილისში დასაფლავებულიო. იქ ვაპირებ ახლა წასვლასო. არანაირი საქართველო ჩემი სამშობლო არისო. ხო ხედავთ, სად დაარტყეს შეგნებულად. გავრილოვი არის პროქართველი, ამიტომაც მოხვდა დღეს. მას უშუალოდ არ აქვს აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. დამიდონ ერთი ფაქტიო. მე როცა ველაპარაკე, მერე დავმშვიდდი და მშვიდად ველაპარაკე და ავუხსენი რომ ეს ხალხი შენი მეშვეობით შემოვარდა ახლა, შენი დახმარებით მოსკოვი აკეთებს მეთქი. გაშეშდნენ, ვერაფერს მპასუხობდნენ. მოვუყევი რა გააკეთეს კოდორის ხეობაში, როცა სააკაშვილი კონსტიტუციის დარღვევით შემოვარდა კოდორის ხეობაში და როგორ დამარტყეს რუსებმა ზურგში, დაეხმარნენ სააკაშვილს, რომ კოდორის ხეობა ხელში ჩაეგდო და მიეცა მათთვის. ყველაფერი რომ მოვუყევი ცოტა გონს მოვიდნენ და ალბათ გააანალიზებენ“, - აღნიშნა კვიციანმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)