12:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 16:26:08, 926 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე რუსი დეპუტატების ვიზიტზე: იმ ადამიანების საფლავზე დააფურთხეს, ვინც აფხაზეთში და ცხინვალში დაიღუპა

"იმ ადამიანების საფლავზე დააფურთხეს, ვინც დაიღუპა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოსი რუსი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ, რუსი დეპუტატები ქვეყანაში ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვა. 

მისივე თქმით, ხელუსუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობები უნდა დატოვონ. 

„მოგვაფურთხეს, 500 ათასი ქართველის ღირსებას, საქართველოს მოქალაქის, ვინც გამოძევებულია სამშობლოდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. იმ ადამიანების საფლავზე დააფურთხეს, ვინც დაიღუპა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. მოიყვანეს ეს ფაშისტი და ჩასვეს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში. შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს არ უშვებდნენ იქ, გავრილოვს იცავდნენ ჩვენგან. გეკითხებით, რატომ შემოუშვა გომელაურმა და სასაზღვრო პოლიციამ ოკუპაციის კანონის დარღვევით ეს ფაშისტი საქართველოში, რატომ მიამაგრა დაცვის პოლიციამ 5 ადამიანი, ესკორტით რატომ დაჰყავთ ეს ნაძირალა, რომელიც მოსკოვიდან გვმოძღვრავდა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას უნდა შევურიგდეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics