12:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 15:14:33, 1032 ნახვა

კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილი: კობახიძის გადადგომა სიტუაციას განმუხტავს

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს, რათა სიტუაციის განმუხტვა მოხდეს.

დღეს პარლამენტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დეპუტატი მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას აკისრებს პასუხისმგებლობას. 

"სხდომათა დარბაზში როცა ატარებ ღონისძიებას, ბუნებრივია, რომ სხდომის წამყვანი ჯდება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ამიტომ დაშვება, რომ კობახიძემ არ იცოდა, სპიკერატმა არ იცოდა, ეს არის ზღაპარი. ეტყობათ, რომ ყველამ გაწირა პარლამენტის თავმჯდომარე, დაწყებული ქალაქის მერიიდან, დამთავრებული პარტიის თავმჯდომარით. ერთადერთი კარგი გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. თვითონ უმრავლესობაში არიან დეპუტატები შეურაცხოფილები. კობახიძის გადადგომა განმუხტვას სიტუაციას, რომ 2020 წლამდე ამ ბრიყვული გადაწყვეტილებებით თავზე არ დაგვამხონ საქართველო", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics