|
2015-07-02 14:52:01, 571 ნახვა
პოლიტიკა
თურქმენეთის პრეზიდენტი: ჩვენი გეგმაა, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების გაერთიანება
„ჩვენი გეგმაა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების გაერთიანება და სამხრეთ კავკასიის კორიდორის ჩამოყალიბება, რომ გვქონდეს წვდომა ევროპულ ბაზარზე სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით“,-ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, საქართველოს და თურქმენეთს ჰყავს კომისია, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მუშაობს. „ჩვენი გეგმაა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების გაერთიანება და სამხრეთ კავკასიის კორიდორის ჩამოყალიბება, რომ გვქონდეს წვდომა ევროპულ ბაზარზე აღნიშნული დერეფნის მეშვეობით. ჩვენ გვაქვს ერთობლივი თურქმენეთ-საქართველოს კომისია, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მუშაობს. ეს აქტივობები შემდგომში უფრო გაძლიერდება და ხელს შეუწყობს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში. ჩვენი შეხვედრისას თურქმენეთმა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ორმხრივი თანამშრომლობისათვის, რომელიც ძალიან საინტერესოა ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ავღნიშნეთ, რომ არსებობს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს თურქმენეთსა და საქართველოს შორის დიალოგი. ორივე მხარემ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გავაძლიეროთ მშვიდობიანი კლიმატი და ურთიერთპატივისცემა. რაც შეეხება, პოლიტიკურ საკითხებს პრეზიდენტმა ახსენა, რომ ჩვენი მიდგომები საერთაშორისო არენაზე თანხვედრაში არიან. ჩვენ გვაქვს თანხვედრა საერთაშორისო საკითხების უმეტესობაზე და ჩვენ ამ მიმართულებით ისევ გავაგრძელებთ მუშაობას უსაფრთხოებისა და მშვიდობის დანერგვის კუთხით. ჩვენი თანამშრომლობა არის ეფექტური, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას განსაკუთრებით ეს იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ეს არის გაერო, ეუთო და სხვა საერთასორისო ორგანიზაციები. ჩვენ გვაქვს გარკვეული თანამშრომლობის გამოცდილება მიღებული, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ახლო პარტნიორულ ურთიერთობას გაეროსთან. ერთ-ერთი საკითხი სადაც ჩვენ ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ ეს არის ენერგოუსაფრთხოების საკითხი, როგორც მანამდე მოგახსენეთ გენერალური ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია ენერგო სტაბილური და სანდო მიმწოდებლების და მატარებლების შესახებ. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ სატრანზიტო, მომხმარებელ ქვეყანას ყველა ამ პროცესში ჩართულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თანაბარი მოგება და სარგებელი ამ თანამშრომლობის ფარგლებში“,-განაცხადა გურბანულ ბერდიმუჰამედოვმა. ამასთან, თურქმენეთის პრეზიდენტმა ერთობლივ კონფერენციაზე სატრანსპორტო დერეფნების საკითხზე ისაუბრა და დასძინა, რომ საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობას ამ სფეროში დიდი პოტენციალი აქვს. „ჩვენს თანამშრომლობას ამ სფეროში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სატრანსპორტო დერეფანს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, შესაბამისი ექსპერტები სატრანსპორტო დერეფნების საკითხზე აგრძელებენ მუშაობას. პოტენციალს. ჩვენ საუკეთესო ენერგორესურსები გაგვაჩნია. მზად ვართ, რომ გავზარდოთ პროდუქტის ექსპორტის დიაპაზონი საქართველოში. მაგალითად ტექსტილის პროდუქი, შეიძლება იყოს საქართველოს ბაზარზე შემოტანილი. მიგვაჩნია, რომ ორმაგი ტვირთბრუნვის პროცესში ჩართული იქნება როგორც თურქმენეთის, ასევე საქართველოს კერძო და ბიზნეს სექტორი“,-განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)