|
2019-06-19 17:48:26, 1410 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე დღვანის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დღვანის ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შუახევის მერს მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად გააცნო. პროექტი ითვალისწინებს: ✔ გარე კომუნიკაციების, სავალი ბილიკების,ბეტონის საფარისა და ფილების მოწყობას, არსებული ფანჩატურისა და მემორიალის რეაბილიტაციას, ცენტრში არსებული შენობების სამღებრო სამუშაოებს. სამუშაოებს შპს ,, გორა+“ აწარმოებს. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 44 883 ლარია. ინფრასრტუქტური პროექტის დათვალიერების შემდეგ ფრიდონ ფუტკარაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. დაათვალიერა დღვანში მცხოვრები როლანდ ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლი, რომელიც სიძველით დაზიანებულია და დახმარებას ითხოვს. მერი მას ვითარებაში გარკვევას დაპირდა. მერთან ერთად დღვანში მერის მოადგილე ომარ ტაკიძე და ინფრასტრუქტურული კომისიის წევრები იმყოფებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)