01:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 14:25:53, 426 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს კიდევ ერთხელ ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს წლის ბოლოს უკვე მეორედ  ეწვევა.

ამის შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

თურქმენეთის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგა თურქმენეთის სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

„ეს არის საპასუხო ვიზიტი  ჩვენი ვიზიტისა თურქმენეთში და ჩვენ ასევე, ჩავალთ მალე, წლის ბოლოს  კიდევ ერთხელ თურქმენეთში და ინტენსივობა  ჩვეს შორის ვიზიტებისა და ურთიერთობის,  კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ დინამიკას, რაც  ორი მეგობარ ქვეყანას შორის, ქართველებსა და თურქმენებს შორის ახლა კიდევ უფრო დიდი იმპულსით და ინტენსივობით მიმდინარეობს.განსაკუთრებული აქცენტი  დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის მიმდინარე ინტენსიური  თანამშრომლობების გაღრმავებას  რიგი მიმართულებებით“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში 14-15 დეკემბერს იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics