|
2019-06-19 13:52:03, 1372 ნახვა
კომენტარი
ბოლქვაძე - ბოლო შეხვედრაზე შსს-მ თქვა, რომ ხედავს რისკებს, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს
აქტივისტი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ღირსების მარშის მონაწილეების დასაცავად ყველა მნიშვნელოვან აქტორთან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ბოლქვაძის განმარტებით, შსს-ს წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრაზე, უწყებამ განაცხადა, რომ რისკების პრევენციისთვის ყველაფერს გააკეთებს. "მრავალი თვის განმავლობაში სახელმწიფოსთან და ყველა მნიშვნელოვან აქტორთან ვაგრძელებდით კომუნიკაციას. ბოლო დღეებში, მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზატორების გუნდის მხრიდან უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება მაქსიმალურად მოხდა. მიმდინარე მომენტშიც მიდის დაძაბული მუშაობა ათეულობით ადამიანის, იმისთვის რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. ჩართული არიან მაღალჩინოსნებიც, სამართალდამცველებიც და პროცესი არის მუშა. იმედი მაქვს იქნება ეფექტური. რაც შეეხება რიცხებს, რისკები არსებობს. ამ შემთხვევაში რისკების პრევენციაზე პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო უწყებები. თითოეულ ადამიანს, რომელიც დააპირებს მარშში მონაწილეობას უბრალოდ ვეტყვით, რომ რისკები რა თქმა უნდა არსებობს და მათ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ, არიან თუ არა მზად რომ ამ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი მე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და აგრეთვე ამერიკის საელჩოს წარმომადგენელიც, იქნა ნათქვამი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხედავს რისკებს, მაგრამ რა თქმა უნდა გააკეთებს ყველაფერს, რომ რისკები იქნას თავიდან აცილებული და ეს მნიშნელოვანია", - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)