|
2019-06-19 12:17:26, 1521 ნახვა
კომენტარი
ვასაძე - შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც ელჩები ტელევიზიებში რაღაცას ბლატაობენ
ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოში მყოფი ევროპიელი ელჩების მისამართით არაეთიკურ განცხადებებს აკეთებს. ვასაძე ქვეყანაში მყოფ ელჩებს მეორეხარისხოვნებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისინი საქართვველოში "ბლატაობენ". "მინდა მივმართო თავისი ადგილის უცოდინარ ევროპელ ელჩებს, რომლებისგანაც ვარ ძალიან შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ ვცხოვრობ ნახევარ სახელმწიფოში, სადაც უცხოელი ელჩები ჯდებიან ქართულ ტელევიზიებში და ბლატაობენ იქ რაღაცებს. ჩვენო ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ თქვენი ამერიკელი პატრონების დავალებას - დაგვანებეთ თავი იმიტომ, რომ გენგრევათ თავზე ევროპა. წადით და მიხედეთ მას. ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც თქვენ დადიხართ ბოლო 30-40 წელია. როდესაც დაუბრუნდებით ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც არის პეტრესი და პავლესი, რომლებმაც შექმნეს ის ევროპა, მაშინ შეგვეხმიანეთ. ჩვენ თქვენთან მეგობრობა გვინდა. თუ რამე დაგაინტერესებთ, ჩვენი მამები უკეთ აგიხსნიან პეტრეს და პავლეს სიტყვები სწორად როგორ გაიგოთ. მანამდე გეშინოდეთ ევროპის იდენტობის დაკარგვისა, დაახლოებით 20-30 წლის მერე, თუ რამეს რადიკალურად არ შეცვლით“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)